უკრაინა გეგმავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციების სფეროში რუსეთს გაუსწროს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მან ვიდეოკონფერენციისას განიხილა მთავრობის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ცალკე საუბარი დაეთმო დრონების წარმოებას და მის მიწოდებას არმიისთვის.
„აშკარაა, რომ ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - მტერზე წინსვლა. რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინული დრონები, FPV-დან სტრატეგიულ თვითმფრინავებამდე, მით მეტი ჯარისკაცის სიცოცხლეს გადავარჩენთ,“- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
გასული წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წელს ჯარისთვის ერთი მილიონი თვითმფრინავის წარმოებას და მიწოდებას გეგმავს.