Politico: აშშ-ის იარაღის ექსპორტი 50%-ზე მეტით გაიზარდა

Politico-ს ცნობით, 2023 წელს აშშ-ის იარაღის ექსპორტი 2022 წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც თავდაცვის კომპანიებს 81 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. გამოცემა Politico სახელმწიფო დეპარტამენტის არასაჯარო მონაცემებს ეყრდნობა.


მოხსენების თანახმად, პოლონეთსა და გერმანიაში, თავდასხმის და სატრანსპორტო ვერტმფრენების და შორი დისტანციის რაკეტების გამშვებების გაყიდვებმა, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. გერმანიამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და ნორვეგიამ ასევე დადეს მილიარდიანი გარიგებები აშშ-ის იარაღის მწარმოებლებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის საზღვრებს მიღმა გავრცელდება. შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას 1,8 მილიარდი დოლარის გარიგებაზე, რადგან ინდოეთი მოსკოვისგან, მისი უმსხვილესი იარაღის მიმწოდებლისგან დისტანცირებას ცდილობს.

რუსეთი ისტორიულად, მსოფლიოში იარაღის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო. მაგრამ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) 2023 წლის სექტემბრის მოხსენებამ აჩვენა, რომ გლობალურ თავდაცვის ინდუსტრიაში რუსეთის როლი, უკრაინაში მის მიერ წარმოებულმა ომმა სერიოზულად შეარყია.