ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით საკვებს არ იღებს.
რიში სუნაკი 17:00 საათიდან სამშაბათს, დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს.
BBC-სთან განმარტა, „ყოველკვირეულად, საკვების შეზღუდვა მისთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა.“
„ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია,“ – ამბობს სუნაკი.
როგორც BBC წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და არომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.
რიში სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დისციპლინა მნიშვნელოვანია.
დიეტოლოგმა და ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის სპიკერმა კლერ თორნტონ ვუდმა განმარტა, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება, დაეხმაროს ადამიანებს წონის დაკლებაში, მაგრამ ”მას უნდა ახლდეს ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა დანარჩენი დროის განმავლობაში.”
ინტერვალური კვების სხვადასხვა ვერსია არსებობს.