ოკუპირებულ ყირიმში, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური განადგურებულია - უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგურს დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, მტრის სამიზნე სოფელ როზდოლნესთან მდებარეობდა.


სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მათ დარტყმა წარმატებით განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ როზდოლნესთან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური წარმატებული დარტყმის შედეგად განადგურდა.