უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

„უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალები.