ამერიკის საელჩო: არიზონისა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყებას, ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook გვერდი იტყობინება.


„აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს აღვნიშნავთ! ელჩმა რობინ დანიგანმა განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არიზონის შტატის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან.

USAID/Georgia და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერენ მასწავლებელთა სასწავლო პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც მომავალ მასწავლებლებს უზრუნველყოფს ახალგაზრდების აღზრდის პროცესში საჭირო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით,“ წერს ამერიკის საელჩო.