აშშ და უკრაინა საერთაშორისო დახმარების მინოტორინგს აძლიერებენ

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ კიევისთვის მიწოდებული საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის მიზნით, მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლების სტუმრობისას გახდა ცნობილი.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანი, საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგშითანამშრომლობის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვის მინსიტრმა რუსტემ უმეროვმა გამოთქვა რწმენა, რომ აპრილის ბოლომდე ყველა საზედამხედველო მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება.


სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება.


უკრაინის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა ინსპექტორმა ადმირალმა იგორ ვორონჩენკომ, ამერიკული მხრიდან კი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა რობერტ სტორჩმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს სამი ინსპექტორი ამერიკიდან კიევში ჩავიდა. ოთხშაბათს უკრაინას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდიც ეწვია.