თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი.
„როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია, მესამე ვადით გახდეს მერი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა.“