ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის არმიისთვის დამატებით 20 ათასი ჯარისკაცს მოამზადებენ.
„ჩვენ თითქმის დავასრულეთ უკრაინის არმიისთვის თითქმის 40 ათასი ჯარისკაცის მომზადების მისია. დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს და თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.