ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მიუნიჭებია არცერთი მიგრანტისთვის, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში შევიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ უწყების მონაცემებზე დაყრდნობით პორტალი Yle.fi წერს. განცხადებებიდან, რომლებიც უკვე განიხილეს, დაახლოებით ორმა მესამედმა უარი მიიღო, დანარჩენები გაუქმებულია მოქმედების ვადის გასვლის გამო.
ამ მომენტისთვის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის მთხოვნელთა 70-მდე განაცხადის განხილვა მოასწრო. მთლიანობაში გასული წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 1300 მაძიებელი შევიდა. დაახლოებით 190 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ვარაუდობენ, რომ მათ ფინეთი ტრანზიტულ სახელმწიფოდ გამოიყენეს და ქვეყანა დატოვეს.