გერმანიამ კიევს სახანძრო მანქანები გადასცა

უკრაინის დედაქალაქმა გერმანელი პარტნიორებისგან დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო - ხუთი ახალი სახანძრო მანქანა ლაიფციგიდან. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება.

„პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა - Mito Truck - მანქანები  კლიჩკოს თქმით, უკვე ხვალ, მანქანები ქალაქის სახანძრო განყოფილებებში მორიგეობენ. მან აღნიშნა, რომ ასეთი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც ქალაქს სჭირდება სწრაფად და ეფექტიანად რეაგირება გამოწვევებსა და საგანგებო სიტუაციებზე.