სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, განიხილოს და წარმოადგინოს ვარიანტები, ომის შემდგომ პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Axios-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა.
ათწლეულების განმავლობაში აშშ არ აღიარებდა პალესტინას და ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა შეიძლება, მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი დიალოგით მიიღწეს.
საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა 7 ოქტომბრის შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისრაელთან პოტენციური ნორმალიზების შეთანხმება, პალესტინის სახელმწიფოსკენ რეალური ნაბიჯების გადადგმაზე იქნება დამოკიდებული. როგორც Axios- წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზებას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზას უკავშირებს და ეს ომის შემდგომი სტრატეგიის ნაწილიცაა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ვარიანტების განხილვა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელიც ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, "აშშ-ის დიდი ხნის პოლიტიკაა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ნებისმიერი აღიარება უნდა მოხდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა გაეროში ცალმხრივი აღიარებით. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა."
სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.