ზელენსკი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტზე შეთანხმების შემდეგ განაცხადა.

„მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.