უკრაინის დაზვერვის (DIU) მებრძოლებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “ივანოვეცის“ სარაკეტო ხომალდი გაანადგურეს, იტყობინება მთავარი სადაზვერვო სამმართველო. გემი დროებით ოკუპირებულ ყირიმში იყო განთავსებული.
„კორპუსზე პირდაპირი დარტყმების სერიის შედეგად, რუსულმა გემმა განიცადა დაზიანება, რომელიც შემდგომ მოძრაობას არ ექვემდებარება - “ივანოვეცი“ ჩაიძირა,“ - ნათქვამია DIU-ს განცხადებაში.
დაზვერვის წყაროების თანახმად, რუსული გემის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია. მისივე ცნობით, რუსეთის მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.