იტალიამ შესაძლოა, წითელ ზღვაში, თვითმფრინავები გაგზავნოს.
ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისიაში ერთი წლის ვადით მაინც, სულ მცირე იტალიური გემი მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ საჰაერო შესაძლებლობების პოტენციურ გაგზავნას სადაზვერვო მონაცემთა შეგროვებისთვის,” - აღნიშნა კროზეტომ იტალიის პარლამენტის სენატისა და ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.
შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.