უკრაინაში დრონებს 200-მდე კომპანია აწარმოებს - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში 200-მდე კომპანია აწარმოებს დრონებს, როდესაც 2022 წელს მხოლოდ შვიდი ასეთი კომპანია იყო. შმიგალის თქმით, მთავარი ამოცანაა დრონების, საბრძოლო მასალისა და სხვა თანამედროვე იარაღის წარმოების გააქტიურება და თავდაცვის ძალებისთვის მათი მიწოდება.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიღებულია 20-მდე კანონი და მარეგულირებელი აქტი, რომლებიც იარაღის ბაზარს აყალიბებს.

ამავდროულად, გამარტივდა უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის დაშვება, გაუქმდა დღგ და იმპორტის გადასახადები დრონების აღჭურვილობაზე, შეიქმნა საწვრთნელი მოედნები პილოტების მომზადებისა და ახალი ტიპის თვითმფრინავების ტესტირებისთვის, ასევე, გამარტივდა სხვა პროცედურები.