ევროკავშირი განიხილავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს, რომელიც დღეს დამტკიცდა, როგორც მოქნილ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს საუკეთესო დროში და ყველაზე შესაფერისი პროპორციებით უკრაინის ინტერესებისთვის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.
მან დასძინა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას ასევე შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს აშშ-ის კონგრესის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.
„დღეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული დღეა. ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი ვალდებულება, დადგეს უკრაინის გვერდით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ მათ [უკრაინელებს] მხარს დავუჭერთ საჭირო დაფინანსებით და მივაწვდით მათ საჭირო დახმარებას, რომელსაც იმსახურებენ.
მე ვფიქრობ, რომ ეს 50 მილიარდი ევრო ოთხი წლის განმავლობაში ასევე ძალიან ძლიერ მესიჯს უგზავნის პუტინს, მისი სასტიკი შეჭრის [უკრაინაში] მეორე წლისთავის წინ,“ - აღნიშნა ლაიენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ფართო მხარდაჭერის მიღება პარტნიორებისგან. ჩვენ ერთად დავდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე საჭირო იქნება,“ აღნიშნა ლაიენმა.