მარიუპოლის 900-ზე მეტი დამცველი რჩება რუსეთის ტყვეობაში, განუცხადა პირველ თებერვალს უკრაინულ მედიას აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 31 იანვარს რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა 207 უკრაინელი ტყვე.
პროპენკომ ანაცხადა, რომ აზოვის ორი მებრძოლი გაათავისუფლეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო მარიუპოლის დამცველი.
აზოვის მებრძოლები უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის მტკიცე დაცვით, ომის პირველ სამ თვეში.
რუსულმა ძალებმა მარიუპოლი 2022 წლის მაისისთვის საბოლოოდ აიღეს. პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და საზღვაო მეთაური სერხი ვოლინსკი რუსული ტყვეობიდან 2022 წლის სექტემბერში ტყვეთა მასიური გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
რუსული პროპაგანდა რეგულარულად ცდილობდა აზოვის პოლკის დემონიზაციას ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან მისი სავარაუდო ასოციაციის გამო. დაბრუნებული ტყვეების გუშინდელი ჯგუფი 180 რიგითისა და სერჟანტისგან, ასევე, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო დაცვისა და ეროვნული პოლიციის 27 ოფიცრისგან შედგებოდა.