რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებისადმი ევროკავშირის ერთსულოვანმა მხარდაჭერამ რუსეთს აჩვენა, რომ ევროპა დაღლილი არ არის.


„ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი მხარდაჭერის პროგნოზირებადობას უკრაინისადმი გრძელვადიანი ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების მეშვეობით. გზავნილი მკაფიოა - რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა მაკრონმა.


რაც შეეხება უსაფრთხოების დახმარებას, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპული ქვეყნები იღებენ ორმხრივ ვალდებულებებს და ეს იქნება უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც.

„საფრანგეთი უზრუნველყოფს კრიტიკულ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება, გადამწყვეტი  იყოს ბრძოლის ველზე, მათ შორის, პარიზი უკრაინას Scalp-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და „კეისრის“ საარტილერიო სისტემებს აწვდის.