თურქეთში, ამერიკულ საწარმოში მძევლად აყვანილი ადამიანები პოლიციამ გაათავისუფლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია.

შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად აიყვანა.