აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა.
ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ძალადობამ დასავლეთ სანაპიროზე „გაუსაძლის დონეს“ მიაღწია.
სანქცირებულ პირებს აშშ-ის ყველა სახის ქონებასა და სხვა აქტივებზე წვდომა შეეზღუდებათ.
„დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა ვითარებამ, განსაკუთრებით, ძალადობის მაღალმა დონემ, ხალხის იძულებითმა გადაადგილებამ და ქონების განადგურებამ მიაღწია აუტანელ დონეს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის,“ - აცხადებს ბაიდენი.
მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედებების მიზანი, ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობის და უსაფრთხოების წახალისებაა.