დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს.
ქემერონმა აღნიშნა, რომ ეს პერსპექტივა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების მისაღწევად.
„ჩვენ გვჭირდება, რომ პალესტინელ ხალხს უკეთესი მომავლის ჰორიზონტი მივცეთ, მომავალი, რაც საკუთარი სახელმწიფოს ქონას გულისხმობს," - განაცხადა დევიდ ქემერონმა.