დიდი ბრიტანეთი წყალქვეშა ნავიდან ატომურ რაკეტას 2016 წლის შემდეგ პირველად გამოცდის.
The Telegraph-ის ცნობით, გადამზიდავი კომპანიები უკვე გააფრთხილეს, რომ გამოცდა ჩატარდებოდა მაშინ, როდესაც წყალქვეშა ნავი HMS Vanguard ატლანტის ოკეანეს მიაღწევდა.
გამოცდა, რომელიც მოიცავს არაბირთვულ ქობინას, 4 თებერვლამდე, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 90 კილომეტრში, 5900 კმ მანძილის ფარგლებში ჩატარდება.
ბრიტანეთმა ბირთვული იარაღი ბოლოს 2016 წელს გამოსცადა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტესტები წინასწარ არის დაგეგმილი და არ არის პირდაპირი პასუხი გეოპოლიტიკურ აქტივობაზე, ისინი წითელ ზღვაში გაუარესებული კრიზისის ფონზე ხდება. ამ კვირის დასაწყისში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს შეხვდა, რათა რეგიონში განვითარებული მოვლენები და საერთო საფრთხეების დაძლევის გზები განეხილათ.