უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ესაუბრა. მან ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრეზიდენტ თოყაევს ვაცნობე მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრის შედეგები და გლობალური სამშვიდობო სამიტის მზადება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გასაძლიერების გზები,“ - წერს ზელენსკი.