კორსიკაზე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააკავეს

საფრანგეთში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი დააკავეს. ის გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა.


მარკო რადუანო ბასტიაში, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. ევროპოლის მიერ ის "საშიშ“ დამნაშავეთა სიაში იყო შეყვანილი.

ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ ის იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით."