უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართული ლეგიონის ცნობით, ისინი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე დაიღუპნენ.

„ქართული ლეგიონის შემადგენლობაში ისინი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.