საბერძნეთში, ერთ-ერთი სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

საბერძნეთში შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

ათენის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო.

გაზეთმა ამ ზარის შესახ პოლიციას აცნობა, რომელმაც აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყა.

აფეთქების შედეგად სამინისტროს შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.