საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ პარიზის მთავარი რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ლიონის სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი მოტივი უცნობია.
დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ბოლო თვეებში პარიზის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანით თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი დეკემბერში, ეიფელის კოშკთან მოხდა.
მაშინ სამი ტურისტი დაჭრეს, ერთი – სასიკვდილოდ. ხოლო გასული წლის იანვარში პარიზის ერთ-ერთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა.