მოსკოვში ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ.
ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა - ჟურნალისტები არიან.
დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე უფლებადამცველები მოძრაობიდან “ადამიანის უფლებებისთვის.”
ჟურნალისტები მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს, როდესაც ჯარში გაწვეული სამხედროების მეუღლეები უკრაინიდან მათ დაბრუნებას ითხოვდნენ.
France Press-ის ჟურნალისტი, რომელიც დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროტესტში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.