ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს.
უსაფრთხოების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა.
კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.