აშშ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებას გააორმაგებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს და გენერალურ შტაბს დაავალა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში, როგორც ცალკეული ერთეული, უპილოტო სისტემების ძალები შექმნან. ზელენსკის განმარტებით, უპილოტო სისტემების ძალების შექმნა აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.


იმავდროულად, როგორც უკრაინული მედია ამერიკულ მხარეზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის არმია აპირებს, უკრაინაში გამოყენებული საარტილერიო ჭურვების წარმოება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის გააორმაგოს.

„მოსალოდნელია, რომ აშშ-ში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოება გაიზრდება. არმია იმედოვნებს, რომ სწრაფად გაზრდის წარმოებას 2025 წლიდან. ეს დაგეგმილი ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ახალი ქარხნით, რომელსაც არმია აშენებს ტეხასში და რომელიც ჭურვებს სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით დაამზადებს,“ განაცხადა აშშ-ის შესყიდვების ოფისის დირექტორმა დაგ ბუშმა.