ასურეთთან, აეროსტატის ჩამოვარდნის შედეგად, „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.

სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

დაღუპულთა შორის არიან ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი.


უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ.

საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.