ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ მაისს, 12:00 საათზე დანიშნა.
„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს, მიუხედავად იმისა, უამრავ ვიდეოკადრშია დაფიქსირებული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებულიყო და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უსამართლო და უკანონო იყო,“ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა გათვისუფლების შემდეგ მედიასთან.