ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო

სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ სადავო კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო. უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ კომისიის წინააღმდეგობებს უპასუხოს.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირების და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა, განსაკუთრებით მისმა ბუნდოვნად ფორმულირებულმა მანდატმა და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობამ, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი უსამართლოდ სამიზნე გახდებიან ქვეყნის პრეიმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ დოგმატებზე უარის თქმის გამო.


ევროკომისიამ გაიმეორა ეს მოსაზრებები და განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორიცაა, დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ეს არის პირველი ნაბიჯი დარღვევის პროცედურის ფარგლებში, რამაც შეიძლება, ევროპის იუსტიციის სასამართლოში პროცესი და ყოველდღიური ჯარიმები გამოიწვიოს.