კონგრესში ჩავარდა „რესპუბლიკელების“ კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა, კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც პალატის უმრავლესობის 2/3-ის - მათ შორის, სულ მცირე 72 "დემოკრატის" - თანხმობას მოითხოვდა. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ვეტოს დაადებდა კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან.“