ვინიკოვი: ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ „ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ.“ამის შესახებ ვინიკოვმა განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიისას - „როგორ გავაძლიეროთ NATO-საქართველოს ურთიერთობები.“


მან ისაუბრა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მის ევოლუციაზე, მიმდინარე დინამიკაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებით წარმოდგენილ შესაძლებლობებზე.

„ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ, NATO-ს პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, განახორციელოს ევროკავშირის ცხრა ნაბიჯი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ უმაღლესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა ვინიკოვმა.