აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის.

კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო.

რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

„არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.