მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენენ

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა.


საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს.


მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.