ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, უდმურტეთის ქარხანაში, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს.
როგორც უკრიანული მედია წერს, აფეთქების შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ სავარაუდოდ, აფეთქება "სარაკეტო ძრავების ტესტირების დროს" მოხდა.
სხვა დეტალებზე მედია არ წერს.
ვოტკინსკის ქარხანა მდებარეობს უდმურტეთის დედაქალაქ იჟევსკიდან 50 კილომეტრში. სამოქალაქო პროდუქტების გარდა, ის აწარმოებს საარტილერიო რაკეტებს, მათ შორის, სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს ისკანდერის კომპლექსებისთვის. ქარხანაში ასევე არის საცდელი ადგილი.