ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავენ

აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავს, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.


სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, ვინაიდან ის აღარ შეიცავს მიგრაციის შესახებ დებულებებს, რამაც გუშინ მათი წინააღმდეგობა გამოიწვია.

კონგრესში დავის ფონზე, The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში დაიწყეს მსჯელობა სხვა შესაძლო სქემებზე, კერძოდ, შეიარაღების გაცვლაზე მესამე ქვეყნებთან, რის შედეგადაც აშშ შეიარაღებას გადასცემს სხვა ქვეყნებს, ისინი კი - უკრაინას. ასევე საქმე შეიძლება, შეეხებოდეს ევროკავშირის მიერ აშშ-ში შეიარაღების შესყიდვას შემდგომ უკრაინისთვის გადასაცემად. მაგრამ,როგორც გამოცემა წერს, ვერცერთი ეს სქემა, აშშ-ის მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას ვერ შეცვლის.