ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ, სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.


ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში.


ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მახლობლად მდებარეობს, სიმბოლო იყო ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც 2000-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ორ მილიონამდე სამხრეთკორეელმა ტურისტმა მოინახულა.

პროექტი 2008 წელს შეჩერდა, როცა სამხრეთკორეელ ტურისტ ქალს, რომელიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ჩრდილოკორეულმა დაცვამ ესროლა და მოკლა.