ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინაში 100 უკრაინელი დაბრუნდა.
„კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები. მათი უმრავლესობა მარიუპოლის დამცველია. ეს ყველა ჩვენი ხალხია და ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა უკრაინელის დაბრუნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია და არ გავჩერდებით, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია ტყვეების გაცვლაში იმ შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მანამდე, რუსეთმა და უკრაინამ IL-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად, 31 იანვარს გაცვალეს.