რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ღამის 2 საათისთვის დაწყებული ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, სავარაუდოდ, ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრამდე რამდენიმე აფეთქება მოხდა.


დღეს დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 19 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 კრასნოდარის მხარეში.