კიმ ჩენ ინი: უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, არასოდეს გამართავს დიალოგს ან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მისი ქვეყნის „ნომერ პირველი მტერია“ და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სამხედრო მზადყოფნის პოლიტიკა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა.

„თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ ძალა მათ გასაცამტვერებლად“, - ციტირებს KCNA-ი კომ ჩენ ინის სიტყვებს.