რუსეთის ოლქები კვლავ დრონების სამიზნეა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე, 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქების ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე.

ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონები, საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა.

კლიჩკოვის ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცველები აუცილებელ ზომებს იღებენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.