ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს.

ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ხდება ცნობილი.


ზალუჟნის ეს ტიტული მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინელი ხალხის თავგანწირული სამსახურისთვის.


რაც შეეხება ბუდანოვს, მან უმაღლესი ჯილდო მიიღო „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისათვის გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის.“