საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.