უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ Il-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები, როგორც ამას რუსეთი აცხადებს.
დანილოვის თქმით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი იქნებოდა „ბიოლოგიური მასალა.“
რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს.