აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს! ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, მაშინ როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.