საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს.
10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.
რუსეთის ძალების შეტევების ძირითად მიმართულებებს ხარკოვისა და ოდესის ოლქები იყო.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს. სულ, ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.